Axiom™ myDesign™ TG - ტესტ-სისტემა, 1K-90K
კატალოგის ნომერი: 000842 (1 x 96)
კატალოგის ნომერი: 000918 (1 x 24)
აღწერა:
Axiom™ myDesign™ TG (1K-90K) - ნაკრების საშუალებით შესაძლებელია გენოტიპირების პანელის შედგენა გენომური მასშტაბის ანალიზებისთვის, მათ შორის რეპლიკაციის, კარტირების და სხვა გენეტიკური კვლევებისთვის. Genotyping Solution - უნივერსალური პროტოკოლის გამოყენებით, myDesign-ის ტესტ-სისტემები გვთავაზობს მოქნილობის უპრეცენდენტო შესაძლებლობებებს, რათა შევქმნათ ოპტიმალური პანელი ჩვენთვის საინტერესო სახეობების კვლევისთვის.
პლანშეტი მოცავს 96-არეს, რომელიც თავის მხრივ აერთაინებს 1 000-დან 90 000-მდე გენეტიკურ მარკერს ერთ კონფიგურაციაში - 1x96. შეკვეთის მინიმალური ზომა - 480 ნიმუში.
myDesign - მომხმარებლის დიზაინით შექმნილი პანელების მახასიათებლებია:
- მოქნილი შემადგენლობა – პანელების სრულყოფილი დიზაინის შესაძლებლობა მკვლევარებს მათთვის საინტერესო SNP-ების შერჩევის თავისუფლებას ანიჭებს; ასევე შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა სახეობის გენეტიკური მარკერების გაერთიანება ერთ პანელში;
- მაღალი სიზუსტე – ყოველი SNP შექმნილია მაღალი ხარისხის სიზუსტით;
- მარკერების შერჩევის მეტი თავისუფლება;
- ეფექტური ფასი;
myDesign - ტესტ-სისტემები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმატში და მოიცავს მარკერების განსხვავებულ რაოდენობას:
- 384HT myDesign Custom - ტესტ-სისტემები – 1,500-დან 50,000-მდე მარკერი თითოეულ არეში, 384 არე თითოეულ პლანშეტზე;
- myDesign სამიზნე გენოტიპირების (TG) ტესტ-სისტემები – 1,500-დან 200,000-მდე მარკერის გენოტიპირება თითოეულ არეში, გენომური სელექცია და სკრინინგი. პლანშეტები ხელმისაწვდომია 96 და 24 არიანი ფორმატით.
- myDesign გენომური მასშტაბის (GW) ტესტ-სისტემები – 200,000-დან 2.6 მლნ-მდე SNP-ტიპირება ვალიდაციისა და გენომური-მასშტაბის კვლევებისთვის. პლანშეტები ხელმისაწვდომია 96 და 24 არიანი ფორმატით. მრავალი ტიპის ასოციაციური კვლევების დიზაინი შესაძლოა განხორციელდეს მასშტაბური კვლევებისას.
myDesign გენოტიპირების სისტემა მოიცავს:
- Axiom 2.0 რეაგენტების ნაკრები 96 ნიმუშის ავტომატური ან მანუალური მომზადებისთვის, ან Axiom 2.0 384HT რეაგენტების ნაკრები 384 ნიმუშის ანალიზისთვის.
- პროტოკოლი ვალიდირებულია ავტომატიზებული მეთოდებით სამიზნე ნიმუშის მოსამზადებლად და ექსპერიმენტული არის დასამუშავებლად.
სპეციფიკაციები:
ტესტ-სისტემის ფორმატი: |
პლანშეტი |
---|---|
ტესტ-სისტემის ტიპი: |
გენის ასლთა რიცხვის ანალიზი, გენოტიპირება |
სარეაქციო არის რაოდენობა: |
96 არე |
მარკერების რაოდენობა: |
1,000 - 90,000 მარკერი |
პროდუქტის ზომა: |
1 x 96-არიანი პლანშეტი |
სახეობები: |
ადამიანი |